დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი, რომელმაც კვიპროსში, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზას დაარტყა, ირანიდან არ ყოფილა გაშვებული

17:30, 05.03.2026

„შაჰედის“ მსგავსი დრონი, რომელმაც კვიპროსში, აკროტირში მდებარე ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზას დაარტყა, ირანიდან არ ყოფილა გაშვებული.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

2 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონით დარტყმა მოხდა კვიპროსში მდებარე ბრიტანეთის საჰაერო ბაზაზე, რამაც მცირე ზიანი გამოიწვია, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გავრცელებული ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი ასაფრენ ბილიკზე დაეცა.

მსგავსი