იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადება

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, იტალია ირანისგან სპარსეთის ყურის ქვეყნების დასაცავად საჰაერო თავდაცვით სისტემებს გაგზავნის. როგორც პრემიერი განმარტავს, უპირველეს ყოვლისა, ეს ხდება იმის გამო, რომ ათობით ათასი იტალიელი ცხოვრობს რეგიონში და 2000-მდე იტალიელი სამხედროა განლაგებული. „გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, იტალია აპირებს, გაგზავნოს დახმარება სპარსეთის ყურის ქვეყნებში, კონკრეტულად თავდაცვის სფეროში და კერძოდ, საჰაერო თავდაცვაში.“, – განაცხადა მელონიმ.