თურქეთის თავდაცვის მინისტრი – თურქეთი ყურადღებით აკვირდება ირანელი ქურთების მოქმედებას, რომელთა საქმიანობა უარყოფითად აისახება რეგიონის საერთო მშვიდობასა და სტაბილურობაზე

14:44, 05.03.2026

თურქეთი ყურადღებით აკვირდება ირანის „ქურთისტანის თავისუფალი სიცოცხლის“ (PJAK) დაჯგუფების მოქმედებებს.

ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გიულერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ეთნიკური სეპარატიზმის გამწვავებელი ჯგუფების, როგორიცაა ტერორისტული ორგანიზაციის, PJAK-ის საქმიანობა, უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ირანის უსაფრთხოებაზე, არამედ რეგიონის საერთო მშვიდობასა და სტაბილურობაზე“, – განაცხადა იაშარ გიულერმა.

მისივე თქმით, თურქეთი აკვირდება მათ მოქმედებას.

მანამდე „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ PJAK ის დაჯგუფებამ აშშ-თან კონსულტაციები გაიარა, თუ როგორ და როდის დაარტყას ირანის ძალებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.

მსგავსი