ზვიად პატარიძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია | ბუქარესტი 2018 [ვიდეო]
ზვიად პატარიძე (130 კგ.) 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ქართველ მძიმეწონოსანს წუთზე ოდნავ ნაკლები დასჭირდა ფინელი მაენპაეას სუფთად დასამარცხებლად 8-0. ფინალში პატარიძე თურქ ოსმან ილდირიმს ხვალ საღამოს შეხვდება.
მეოთხედფინალში ქართველმა ფალავანმა რუსეთის წარმომადგენელი ნოჰჩო ლაბაზანოვი 5-1 დაამარცხა.
ხვალ ფინალურ შეხვედრას იჭიდავებს ნუგზარ წურწუმიაც (55 კგ.). მისი მეტოქე რუსი ვიტალი კაბლოევი იქნება.