იაკობ ქაჯაიამ და რამაზ ზოიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს
იაკობ ქაჯაიამ და რამაზ ზოიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს

კიევის საერთაშორისო ტურნირის ბოლო დღეს ორი ქართული ფინალი შედგა.

67 კგ. წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძემ ჯონი ხეცურიანს სძლია და ჩემპიონი გახდა, ხოლო მძიმე წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ ზვიად პატარიძე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიგო.

მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა გობაძემ ამჯერად ზედა 87 კგ. წონით კატეგორიაში იჭიდავა და ფინალში მასპინძელ სემინ ნოვიკოვთან წააგო.