კიევის საერთაშორისო ტურნირის ბოლო დღეს ჩემპიონობისთვის ბერძულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხუთი წევრი იბრძოლებს
კიევის საერთაშორისო ტურნირის ბოლო დღეს ჩემპიონობისთვის ბერძულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხუთი წევრი იბრძოლებს

დღეს, 28 თებერვალს კიევის ტურნირზე ორი ქართული ფინალი შედგება. 67 კგ-ში რამაზ ზოიძე ჯონი ხეცურიანს, ხოლო 130 კგ-ში იაკობ ქაჯაია ზვიად პატარიძეს დაუპირისპირდება. მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა გობაძე ამჯერად ზედა 87 კგ. წონით კატეგორიაში იჭიდავებს და ფინალში მასპინძელ სემინ ნოვიკოვს შეხვდება.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი კი დათო ჩხარტიშვილს (60 კგ), ბაკურ გოგოლს (77 კგ), თორნიკე ძამაშვილს (87 კგ) და ლევან არაბულს აქვთ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათიდან დაიწყება.