ზვავის გამო, ავსტრიის სათხილამურო კურორტთან გერმანელი მოთხილამურეები დაიღუპნენ
ავსტრიის სათხილამურო კურორტთან ჩამოწოლილ ზვავს სამი გერმანელი მოთხილამურე ემსხვერპლა. კიდევ ერთს, 28 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზვავი ზამთრის კურორტ ლეხთან ჩამოწვა. გარდაცვლილები მას შემდეგ იპოვეს, რაც ერთ-ერთის მეუღლემ ქმრის დაკარგვის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
ამ დროისთვის ამინდის გაუარესების გამო, შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია, თუმცა სამაშველო რაზმის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ძებნის განახლებას ოთხშაბათიდან შეძლებენ.