ზვავის გამო, ავსტრიის სათხილამურო კურორტთან გერმანელი მოთხილამურეები დაიღუპნენ

12:09, 14.01.2019

ავსტრიის სათხილამურო კურორტთან ჩამოწოლილ ზვავს სამი გერმანელი მოთხილამურე ემსხვერპლა. კიდევ ერთს, 28 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზვავი ზამთრის კურორტ ლეხთან ჩამოწვა. გარდაცვლილები მას შემდეგ იპოვეს, რაც ერთ-ერთის მეუღლემ ქმრის დაკარგვის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

ამ დროისთვის ამინდის გაუარესების გამო, შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია, თუმცა სამაშველო რაზმის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ძებნის განახლებას ოთხშაბათიდან შეძლებენ.

მსგავსი