ზურაბ კახაბრიშვილი - ექიმი, რომელმაც ახალტეკეს ცხენები დააფასა | აშხაბადი 2018
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა საქართველოს ნაკრების ექიმს, ზურაბ კახაბრიშვილს სტატია მიუძღვნა. „ზურაბ კახაბრიშვილი – ექიმი, რომელმაც ახალტეკეს ცხენები დააფასა“ – ასე ქვია სტატიას, რომლის თარგმანსაც პირველი არხი გთავაზობთ –
ტურნირის მერვე დღე მიმდინარეობს და ჩვენი სტუმრები აშხაბადში მიღებულ დადებით გამოცდილებას გვიზიარებენ.
საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის წევრი, ზურაბ კახაბრიშვილი, მსოფლიო ჩემპიონატზე ექიმის რანგში მონაწილეობს. მან ჩვენთან აშხაბადის შესახებ ისაუბრა –
„მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება. საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის ეგიდით გამართულ ბევრ საერთაშორისო ტურნირში მიმიღია მონაწილეობა. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული.“
სტუმარმა ისიც განაცხადა, რომ ძალიან მოეწონა თურქმენი ხალხის სიამაყე – ახალტეკეს ცხენები.
ზურაბ კახაბრიშვილს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და სპორტულ მედიცინაში არაერთი კვლევის ავტორია. მას მონაწილეობა ექვს ოლიმპიურ თამაშებზე აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ღირსებას ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე დაიცავენ.