ზურაბ კახაბრიშვილი ძიუდოში მადრიდის ღია პირველობის მთავარ ექიმად დაინიშნა #1TVSPORT
ზურაბ კახაბრიშვილი ძიუდოში მადრიდის ღია პირველობაზე მთავარი ექიმი იქნება.
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, 11-12 ივნისს ძიუდოში ევროპის ღია პირველობა გაიმართება. ტურნირზე 5 კონტინენტის, 44 ქვეყნის, 433 სპორტსმენი უკვე არის დარეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ახლა ტირანაში იმყოფება, სადაც ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მთავარი ექიმია.