ზლატანის ჩრდილში გაზრდილი შვედი ვარსკვლავი - ბათუმში ჩამოდის ისაკი, რომელსაც „ბარსელონა“ იწვევს #1TVSPORT
ზლატანის ჩრდილში გაზრდილი შვედი ვარსკვლავი - ბათუმში ჩამოდის ისაკი, რომელსაც „ბარსელონა“ იწვევს #1TVSPORT

საქართველო-შვედეთის შეხვედრამდე მთელი ყურადღება გადატანილია უკვე ჩამავალ ვარსკვლავ ზლატრან იბრაჰიმოვიჩზე. ამ დროს, შვედეთის ნაკრებს ბათუმში ახალი ვარსკვლავი, ალექსანდერ ისაკი ჩამოჰყვება, რომლითაც უკვე ევროპული გრანდები დაინტერესდნენ.

„22 წლის ალექსანდრ ისაკი ეროვნულ ნაკრებსა და გუნდში საკვანძო მოთამაშე გახდა. მისი „რეალ სოსიედადი“ ამჟამად ლა ლიგის ლიდერია და მადრიდის „რეალს“ ასწრებს. შვედმა გასულ ორ სეზონში 33 გოლი გაიტანა და ახლახანს შესანიშნავი ახალი კონტრაქტით დაჯილდოვდა. კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, მისი გამოსასყიდი თანხა 70-დან 95 მილიონ ევრომდე გაიზარდა“, – წერს შვედური გამოცემა aftonbladet.

შვედური გამოცემის ცნობით, ეს თანხა ევროპულ გრანდებისთვის დაბრკოლება არ არის:

„როგორც ჩანს, მაღალი ფასი ევროპის წამყვან კლუბებს არ აშინებს. ამ ზაფხულს შვედით პრემიერ ლიგის გიგანტები, „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდნენ, ასევე „ბარსელონა“.

ინგლისურ The Independent-თან მიცემულ ინტერვიუში ისაკმა განაცხადა, რომ ინგლისში თამაში სურს:

„იქ, სადაც ახლა ვარ, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ოდესმე კარგი იქნებოდა ინგლისში თამაში. მსოფლიოში 6-7 უდიდესი კლუბია და რა თქმა უნდა, შემოთავაზებები კიდევ იქნება. მე მაქვს საკუთარი თავის იმედი. „რეალ სოსიედადში“ განვითარებისთვის დიდი ნაბიჯები გადავდგი. მწვრთნელს სურს ვიყო თანამედროვე თავდამსხმელი, რომელიც ბევრს მუშაობს, როგორც პრესინგის დროს და უბურთოდ, მაგრამ როგორც კი ბურთი მოვიპოვებთ, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ესპანური ფეხბურთი ამიტომაც მიყვარს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვედეთთან 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს.