იანუზაი „სოსიედადს“ სეზონის ბოლომდე გამოაკლდა
იანუზაი „სოსიედადს“ სეზონის ბოლომდე გამოაკლდა

სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადის“ ნახევარცველმა ადნან იანუზაიმ „ლა ლიგის“ 33-ე ტურში კატალონიურ „ესპანიოლთან“ შეხვედრაში ტრამვა მიიღო (2:1).

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გაირკვა, რომ 25 წლის ბელგიელს კუნთი აქვს გაწყვეტილი და იგი მიმდინარე სეზონში ფეხბურთის თამაშს ვეღარ შეძლებს. ინფორმაციას გამოცემა „ასი“ ავრცელებს.

2019/2020 წლების სეზონის განმავლობაში იანუზაიმ ლა ლიგაში „სოსიედადის“ შემადგენლობაში 23 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.