ზლატან იბრაჰიმოვიჩი - ჯოკოვიჩი სრულყოფილი სპორტსმენია #1TVSPORT
ზლატან იბრაჰიმოვიჩი - ჯოკოვიჩი სრულყოფილი სპორტსმენია #1TVSPORT

„მილანის“ თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალისტებთან სერბ ჩოგბურთელზე, ნოვაკ ჯოკოვიჩზე ისაუბრა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ჯოკოვიჩი ნამდვილი ბალკანელია – როცა თამაშის დროს „აფეთქდები“, ყველაფერი კარგად მიდის, – მოჰყავს იბრაჰიმოვიჩის სიტყვები  Milan News 24-ს. როცა გაბრაზებული ხარ, სწორედ მაშინ იხარჯები ბოლომდე და უფრო მობილიზებული, უფრო ყურადღებიანი ხდები.

ჯოკოვიჩი აკეთებს მაქსიმუმს, როც გაბრაზებულია. ის სრულყოფილი სპორტსმენია. ეს ადამიანი გამოცდილების მატებასთან ერთად, მენტალურად იზრდება. ჯოკოვიჩი საკუთარ თავს მაგონებს“.