ზინედინ ზიდანი - ჩემი მომავალი პსჟ-სთან მატჩებზეა დამოკიდებული
ზინედინ ზიდანი - ჩემი მომავალი პსჟ-სთან მატჩებზეა დამოკიდებული

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, ესპანეთის თასის მეოთხედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ შეკითხვას უპასუხა.

“დამოკიდებულია თუ არა ჩემი მომავალი “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩებზე? დიახ, ეს ასეა. როგორც მწვრთნელი, პასუხისმგებლობას ვგრძნობ შედეგზე. უნდა ვიპოვო სწორი გადაწყვეტილება და გავუმკლავდე სიტუაციას. ვიბრძოლებ, ვიმუშავებ და გამოვნახავ გზებს იმისთვის, რომ გუნდი უკეთესი გახდეს”, – განაცხადა ზიდანმა გაზეთ Marca-სთან კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალმა” ესპანეთის თასის მეოთხედფინალი წააგო “ლეგანესთან” სტუმრად გატანილი ნაკლები გოლის გამო. ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდული კლუბი მეოთხე ადგილზეა “ბარსელონასთან” 19-ქულიანი ჩამორჩენით.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “პარი სენ-ჟერმენს” ხვდება. მატჩები 14 თებერვალს და 6 მარტს გაიმართება.