ზიდანი - „ოქროს ბურთს“ ბენზემა იმსახურებს #1TVSPORT
ზიდანი - „ოქროს ბურთს“ ბენზემა იმსახურებს #1TVSPORT

„რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა „ოქროს ბურთის“ ნომინანტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ამ პრესტიჟულ ჯილდოს „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელი ქარიმ ბენზემა იმსახურებს.

„ოქროს ბურთი“ ბენზემას უნდა გადასცენ. ის დაუჯერებლად კარგი ფეხბურთელია, – მიაჩნია ზინედინ ზიდანს. – მქონდა პატივი, მისი მწვრთნელი ვყოფილიყავი, მოთამაშის, რომელსაც მოედანზე აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

ის წარმოუდგენელ სიმაღლეზეა. იმედი მაქვს, რომ ის დამსახურებულ ჯილდოს მიიღებს. „ოქროს ბურთს“ პირადად მე სწორედ ბენზემას გადავცემდი“.

მადრიდელთა ფრანგმა ლეგიონერმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ შემადგენლობაში რვა მატჩი ჩაატარა, გიტანა ცხრა გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი