ზინედინ ზიდანი - სამწვრთნელო კარიერას აუცილებად დავუბრუნდები, მაგრამ არ ვიცი, როდის #1TVSPORT
ზინედინ ზიდანი - სამწვრთნელო კარიერას აუცილებად დავუბრუნდები, მაგრამ არ ვიცი, როდის #1TVSPORT

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმა RMC Sport -თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას აპირებს.

„ფეხბურთის თამაში ფიზიკურად მენატრება. მწვრთნელობას კი აუცილებლად დავუბრუნდები, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ეს როდის მოხდება“, – განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ 51 წლის ფრანგმა სპეციალისტმა „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 2021-ში დატოვა. ევროპულ პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ ზინედინ ზიდანის სანუკვარი სურვილია, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს.