ზიდანმა „ნიუკასლის“ წინადადება უარყო #1TVSPORT
ზიდანმა „ნიუკასლის“ წინადადება უარყო #1TVSPORT

„რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა „ნიუკასლის“ მწვრთნელობაზე უარი განაცხადა, – იუწყება RMC Sport.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისური კლუბის წარმომადგენლები ზიდანს დაუკავშირდნენ და „ნიუკასლის“ მწვრთნელობა შესთავაზეს, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა მათი წინადადება უარყო.

ზიდანმა „რეალთან“ ერთად ორჯერ იზეიმა ესპანეთის ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კი სამჯერ გახდა.

პრესაში იწერება, რომ „ნიუკასლის“ ახლანდელი მთავარი მწვრთნელი სტივ ბრიუსი კლუბს უახლოეს პერიოდში დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლი“ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა შეიძინა და დიდი ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, ინგლისურ კლუბს მსოფლიო გრანდად გადაქცევის პერსპექტივას უწინასწარმეტყველებენ.

დატოვე კომენტარი