ლაშა პარუნაშვილი „ესბიერგის“ აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 25 წლის ქართველი ლეგიონერი დანიის სუპერლიგის გუნდის გულშემატკივრებმა გამოარჩიეს.
„თქვენ პარუნაშვილი თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ აირჩიეთ – ლაშა, ეს დაიმსახურე!“ – კლუბმა, ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე, ქართველ ნახევარმცველს ფანების აღიარება, ამ სიტყვებით მიულოცა.
პარუნაშვილმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ივლისის გამოკითხვაში და ახლაც ფანების უმრავლესობის სიმპათია ლაშასკენ გადაიხარა. „ესბიერგი“ დანიის სუპერლიგაში ჩატარებული რვა ტურის შემდეგ, 11 ქულით, მეექვსე ადგილზეა.