ზაზა სარალიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა
ზაზა სარალიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა. სარალიძე პარლამენტის შენობასთან ცოტა ხნის წინ მივიდა.

მანამდე კი, სარალიძეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა სახლში მიაკითხეს და სარალიძე რუსთაველზე მათთან ერთად. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსთაველზე, აქციაზე 18:00 საათისთვის იმიტომ ვერ მივიდა, რომ მისი მეუღლე ცუდად იყო. მან პოლიტიკოსებთან დაპირისპირება გამორიცხა და აღნიშნა, რომ მასთან სახლში მისულ პოლიტიკოსებს თავად უხმო.

მისივე თქმით, ბოდიშს მოუხდის აქციის მონაწილეებს, რომ დღეს ვერ შეუერთდა და უკან, სახლში დაბრუნდება.

ამასთან, დღეს ზაზა სარალიძე იმყოფებოდა ვაკის პარკში, სადაც ახალგაზრდების ორგანიზებით აქცია „ნუმომკლავ“ გაიმართა. ვაკის პარკში სარალიძემ აღნიშნა, რომ მარტო რჩება ბრძოლის ველზე. სარალიძემ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთანერთად დატოვა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გამომსვლელები აცხადებდნენ, რომ სარალიძეს ვერ უკავშირდებოდნენ. „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ზაზა სარალიძეს მოუწოდა,საჯაროდ გაეკეთებინა განცხადება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვაშაძის თქმით, ზაზა სარალიძესთან კონტაქტს ვერ ამყარებდნენ.

ამ განცხადებიდან მალევე, ნინი ლომჯარიამ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ზაზა სარალიძე მისი თხოვნით იმყოფება იქ, სადაც თავს გრძნობს უსაფრთხოდ.