ზაზა ფაჩულიას აკადემია საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
ზაზა ფაჩულიას აკადემია საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

ტარტუში დასრულდა BBBL-ის საერთაშორისო ტურნირი ევროპის ჩემპიონატი კლუბებს შორის, რომლის 13-წლამდელთა ფინალში ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდმა ზაზამ 62:57 მოუგო რუსულ ადმირალს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლოზ აბულაძე გახდა, რომელმაც ფინალში 33 ქულა დააგროვა.

ტურნირზე კიდევ ორი ქართული კლუბი, იბერი და ჰიუნდაი გამოდიოდა.

ზაზას შემადგენლობა:

ნიკოლოზ აბულაძე, ტარიელ თაბუაშვილი, ანდრია ფილაური, მათე ხატიაშვილი, ამირან აროშიძე, ალექსანდრე შალოშვილი, ლუკა მუჯირიშვილი, საბა მამაცაშვილი, ანდრია რაზმაძე, ანდრია სალაყაია, ლუკა სულაბერიძე, გურამ ცხადაძე, ლიკა კვირკველია, ლუკა მეცხვარიაშვილი, ლუკა კოტლიარევსკი.

გუნდის მწვრთნელები: უილ სმიტი და დავით მუმლაძე.

ჩემპიონატი 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და მონაცვლეობით ტარდებოდა ესტონეთსა და ლატვიაში. შეგახსენებთ, რომ ქართული საკალათბურთო კლუბი ჰიუნდაი ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია.