ზაზა ფაჩულია - ქართულ კალათბურთში ძალიან ცუდი სიტუაციაა

ლოს ანჯელესში პირველი არხის კორესპონდენტმა ზაზა ფაჩულიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ინტერვიუში სხვა თემებთან ერთად ქართულ კალათბურთში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს:

“ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნება კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შემდეგი ოთხი წლით. ოთხი წელი არ არის ცოტა დრო და ძალინ მნიშვნელოვანია, როგორ წაიყვანს ამ ყველაფერს, რადგან ძალიან კრიტიკულ მომეტშია ქართული კალათბურთი. ეროვნულ ნაკრებს თავი რომ დავანებოთ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ვერაფერ კარგს, სახარბიელოს, რომ სწორი გზით მივდივართ.

მე პირადად საქართველოში აკადემია მაქვს და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ძალიან ცუდი სიტუაციაა ქართულ კალათბურთში, ამიტომ ძალიან დიდი საქმეა გასაკეთებელი და საჭიროა სწორი მენეჯერი, რომელსაც აქვს სწორი ხედვები, რომელიც არის ენერგიული, განათლებული და რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმები. ამის გარეშე, შეიძლება ერთი ან ორი მოთამაშე გაიზარდოს და გაუმართლოს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ადრეულ ასაკშივე გავიდეს ქვეყნიდან, ევროპაში ან ამერიკაში, მაგრამ მასობრიობა არ იქნება. აქამდე ვერ ვხედავდი, სამწუხაროდ, რომ ფედერაცია ამ გზით მუშაობდეს”, – აღნიშნა ფაჩულიამ.

სრული ინტერვიუს ხილვა ჩვენს ვებგვერდზე მალე შეგეძლებათ.