ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე 24 ნოემბრის სათამაშო დღის ათი საუკეთესო მომენტი განათავსა და პირველ ადგილზე გავიდა “გოლდენ სტეიტის” ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია.
“ჩიკაგოს” წინააღმდეგ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ფაჩულიამ ბურთი ჩაუჭრა რობინ ლოპესს და სწრაფ შეტევაში ჯორდან ბელს ჩაატენინა ბურთი.
“გოლდენ სტეიტმა” აღნიშნულ შეხვედრაში 143:94 მოიგო, ფაჩულიას მონაგარი კი 11 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა იყო.