ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა
ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავს.
ზაქარია ქუცნაშვილის მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის აპარატს წარედგინა.
მიმართვაში აღნიშნულია – „გთხოვთ, შემიწყვიტოთ საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება ვადამდე“.
ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებით განვითარებული პროცესების შემდეგ მიიღო. ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.
რაც შეეხება ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურას, რეგლამენტით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დასკვნას მოამზადებს და მას უფლებამოსილებას რიგგარეშე სხდომების ფორმატში შეუწყვეტენ.