ვალერი გელაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით პარლამენტში დაბრუნდეს
ვალერი გელაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით პარლამენტში დაბრუნდეს

ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით პარლამენტში დაბრუნდეს.

როგორც გელაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ ეს საკითხი განიხილება და თავადაც თანახმაა.

„ჯერ არ შემოუთავაზებიათ ოფიციალურად ჩემთვის, თუმცა ვიცი, რომ საკითხი განიხილება. შემოთავაზების შემთხვევაში, მე დავთანხმდები“, – განაცხადა გელაშვილმა.

პარლამენტში დეპუტატის ადგილმონაცვლის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ოთარ ჩრდილელმა სადეპუტატო მანდატი დატოვა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, ჩრდილელის შემდეგ სიაში ზაქარია ქუცნაშვილია, თუმცა დღეს ქუცნაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტში დაბრუნებას არ აპირებს.

დატოვე კომენტარი