თინა ბოკუჩავა – ზაქარია ქუცნაშვილი თავს განტევების ვაცის როლში გრძნობს, რადგან გახარია კი არ გადადგა, პრემიერის სკამშია მოკალათებული
ზაქარია ქუცნაშვილი თავს განტევების ვაცის როლში გრძნობს, რადგან ხელისუფლებამ „გავრილოვის ღამისთვის“ პასუხისმგებლობა არ აიღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, როგორც ჩანს, ქუცნაშვილი ხედავს, რომ ოკუპანტების სახელით, ვინც მოქალაქეებს თვალები დათხარა, კი არ გადადგა, პრემიერ-მინისტრის სკამშია მოკალათებული.
„როგორც ჩანს, ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა ხელი უსამართლოდ „შეახოცა“ და მანდატის დატოვება მოუწია. დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა თავს უსამართლოდ დასჯილად რომ იგრძნობს, ალაპარაკდება და მოყვება, კიდევ ბევრი სიბინძურის შესახებ, რაც გუნდში ხდება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.