დღეს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში ზამთრის თასის ლეგენდათა ტურნირი დაიწყო.
პირველ შეხვედრაში საქართველო „ბ“ ჯგუფში უეფას ნაკრებს შეხვდა და დამაჯერებალდ დაამარცხა, 5:2. ალექსანდრე იაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გაიტანეს გიორგი დემეტრაძემ, გიორგი რევაზიშვილმა და დავით სირაძემ. შემდეგ შეხვედრას 16:00 საათზე საქართველო ფიფას გუნდთან ჩაატარებს.
„ა“ ჯგუფში შარშანდელმა გამარჯვებულმა თურქეთმა ესპანეთს 1:0 სძლია.
ლეგენდების ტურნირის მიმდინარეობისას დარბაზში გათამაშდება Playstation 4 და 26 მარტს საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის გასამართი უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის მატჩის ბილეთები.
2020 წლის ზამთრის თასის ლეგენდების ტურნირის ინტერნეტ ტრანსლაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საკუთარ Youtube და Facebook გვერდზე მიმდინარეობს,
ფინალური შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 19:00 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხი შემოგთავაზებთ.