ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის საფეხბურთო აკადემია 2020 წლის „ზამთრის თასის“ 15-წლამდე ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გამართული ტურნირის ფინალში რუსთავის აკადემია თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
საინტერესოა, რომ ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთად მოხვდნენ და ის მატჩი „დინამომ“ 2:0 მოიგო. სფფ-ს რუსთავის აკადემია 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის ისტორიაში ფინალში პირველად გავიდა და წარმატებას მიაღწია.