ზაალიშვილი პარიზის დიდი სლემის ნახევარფინალშია | ძიუდო
ზაალიშვილი პარიზის დიდი სლემის ნახევარფინალშია | ძიუდო

პარიზში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე მძიმეწონოსანი ძიუდოისტი, გელა ზაალიშვილი ნახევარფინალშია, სადაც ვეტერან ჰოლანდიელ ძიუდოისტს ჰენკ გროლს შეხვდება. მეოთხედფინალში მან ასევე ჰოლანდიელ როი მაიერს სძლია.

ტურნირის ნახევარფინალშია ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.). იგი ფინალში გასასვლელად რუს არმან ადამიანს დაუპირისპირდება.

ასპარეზობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ: გიორგი კაციაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი (81კგ.), გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ.), ონისე სანებლიძე (100კგ.), ლევან მატიაშვილი (+100კგ.), მარიამ ჭანტურია (70კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78.).