ყირგიზეთის უსაფრთხოების კომიტეტის ცნობით, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს
ყირგიზეთის უსაფრთხოების კომიტეტის ცნობით, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ტაჯიკეთის მხარემ ცეცხლი გახსნა ბათენის რაიონის კულუნდის, მასკატისა და ჟან-ჟერ ლეილეკის რაიონების მიმართულებით.

ამავე ინფორმაციით, ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. საზღვარზე ბრძოლა არ წყდება. მათივე ცნობით, ტაჯიკეთის მხარე იყენებს ტანკებს, ჯავშანმანქანებსა და ნაღმმტყორცნებს.

ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ ყირგიზეთის ხელისუფლებამ ტაჯიკეთის საზღვრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.