ყირგიზეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა
ყირგიზეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

ყირგიზეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ საპარ ისაკოვის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება ახლა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას რამდენიმე პოლიტიკური პარტია მიემხრო, რომელთაც 2017 წლის 25 აგვისტოს დამტკიცებული მთავრობის მიერ დღემდე განხორციელებული სამუშაო არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს.

მოაწერს თუ არა პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი მთავრობის დათხოვნის განკარგულებას ხელს, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი