ყინულის ჰოკეი | ლატვიური შეკრებიდან საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის გასამართად ესპანეთში მიემგზავრება #1TVSPORT
დასრულდა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების შეკრება ლატვიის ქალაქ ტუკუმსში.
შეკრების დროს ნაკრებმა გამართა ორი ამხანაგური შეხვედრა ადგილობრივ კლუბთან, „ტუმკუსთან“, ორივეში ცხრა გოლი გაიტანა და ორივეში გაიმარჯვა.
ტუმკუსი – საქართველო 3:9
გოლები: ხარიზოვი (4), კარელინი, რომანოვი, ჯეირანაშვილი, ძიოვი, ბუკია.
ტუმკუსი – საქართველო 4:9
გოლები: ბუკია (2), კარელინი (2), შვეცოვი (2), კოჩკინი, ლიალინი, ერმოშენკო.
ეროვნული ნაკრები მადრიდში ჩაფრინდება 14 აპრილს. 15-ში კი გამართავს „პისტა დი ჰეილოს“ არენაზე, სადაც 16 აპრილიდან დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები.
საქართველო II დივიზიონის „ა“ ჯგუფში ითამაშებს ისლანდიასთან, ავსტრალიასთან, ესპანეთთან, ისრაელთან და ხორვატიასთან.