ყაზახეთის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები 12 ძიუდოისტით გამოვა #1TVSPORT
ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა 16-18 ივნისს ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვა, სადაც ახალგაზრდა ძიუდოისტებთან ერთად გუნდის გამოცდილ წევრებსაც ვიხილავთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
66 კგ: გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე.
73 კგ: კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი.
81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი.
90 კგ: ვლადიმირ ახალკაცი, ბაქარ ერაშვილი.
100 კგ: ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ბერიაშვილი.
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრზე 100 კგ-ში იასპარეზებს საქართველოს ნაკრების გამოცდილი წევრი ბექა ღვინიაშვილი.