ყაზახეთმა დღეს მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. ერთა ლიგის D დივიზიონში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ბულგარელებთან 1:2 დამარცხდა.
ყაზახებმა პირველი საკონტროლო სპარინგი ბუდაპეშტში, უნგრეთთან გამართეს და მეტოქე მოულოდნელად მისსავე მოედანზე 3:2 დაამარცხეს. ეს მატჩიც უნგრეთში გაიმართა.
ფერენც პუშკაშის საფეხბურთო აკადემიის სტადიონ „პანჩო არენაზე“ ბულგარელები 23-ე წუთზე იელინ პოპოვის პენალტით დაწინაურდნენ 1:0. 55-ე წუთზე კონტრშეტევაზე ყაზახების შემტევმა ერკებულან ტუნგიშბაევმა წონასწორობა აღადგინა 1:1.
ბულგარელებმა მეტოქის წინააღმდეგობა მხოლოდ მეოთხე დამატებულ წუთზე გატეხეს, როდესაც საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გადამწყვეტი გოლი ნიკოლაი ბოდუროვმა აიღო.