საქართველოს ნაკრების მეტოქე - ორმაგი მოქალაქეობის გამო ყაზახეთის ნაკრებს „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი დააკლდება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქე - ორმაგი მოქალაქეობის გამო ყაზახეთის ნაკრებს „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი დააკლდება #1TVSPORT

ევრო 2024-ის პლეი ოფში, საქართველოს ნაკრების მეტოქის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ალექსანდრ მერკელი ყაზახეთის ნაკრებში არ ითამაშებს, – ინფორმაციას Meta-ratings.kz-ი ავრცელებს.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ის გახლავთ, რომ თურქული „გაზიანთეფის“ ნახევარმცველს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა.

„ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ განმარტა, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახებენ. 30 წლის მერკელს ყაზახეთის მოქალაქეობა 2019 წელს ჩამოერთვა, როცა საბაჟო კონტროლის დროს აღმოჩნდა, რომ გერმანიისა და ყაზახეთის პასპორტი ჰქონდა.

მერკელი ცდილობდა ყაზახეთის მოქალაქეობის აღდგენას, რათა კარიერა რუსეთის პრემიერლიგაში გაეგრძელებინა და იქ უცხოელად არ ჩაეთვალათ.

ალმათიში დაბადებული მერკელი ახალგაზრდულ ასაკში გერმანიაში ვარჯიშობდა. 2010-11 წლებში 6 თამაში ჩაატარა „მილანში“, შემდეგ კი გამოდიოდა „ჯენოაში“, „უდინეზეში“ (ორივე – იტალია), „უოტფორდში“ (ინგლისი), „ბოხუმში“ (გერმანია), „ადმირა-ვაკერში“ (ავსტრია), „ალ ფეისალსა“ (საუდის არაბეთი) და „ჰერაკლსეში“ (ნიდერლანდები).