საქართველოს ნაკრების მეტოქე | მხოლოდ ერთი ლეგიონერი ევროპიდან - ყაზახების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქე | მხოლოდ ერთი ლეგიონერი ევროპიდან - ყაზახების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ყაზახეთის ნაკრებია, რომლის მთავარმა მწვრთნელმა, მაგომედ ადიევმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სლოვენიასთან და დანიასთან მატჩებისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელების უმრავლესობა ყაზახეთსა და რუსეთში თამაშობს, ევროპიდან კი მხოლოდ მცველი იან ვოროგოვსკი გამოიძახეს, რომელიც ბელგიის რანგით მეორე ლიგის „მოლენბეკში“ გამოდის.

ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: იგორ შატსკი (შახტარი), ბეხან შაიზადა (ორდაბასი), სტას ფოკატილოვი (აქტობე);

მცველები: აბზალ ბეისებეკოვი, მიხაილ გაბიშევი, ტიმურ დოსმაგამბეტოვი (ყველა – ასტანა), სერგეი მალი, თემირლან ერლანოვი (ორივე – ორდაბასი), ალექსანდრე მაროჩკინი, ბაღდატ კაიროვი (ორივე – ტობოლი), მარატ ბისტროვი (ახმატი), რუსეთი), ნურალი ალიპი (ზენიტი, რუსეთი), იან ვოროგოვსკი (მოლენბეკი, ბელგია), ლევ სკვორცოვი (ხიმკი, რუსეთი);

ნახევარმცველები: ასლან დარაბაევი, ისლამბეკ კუატი, ვლადისლავ პროკოპენკო (ყველა – ასტანა), ბაუირჟინ ისლამხანი, ასხატ ტაგიბერგენი (ორივე – ორდაბასი), მაქსიმ სამოროდოვი, არმან კენესოვი (ორივე – აქტობე) ), რამაზან ორაზოვი (აქსუ), ბაქტიერ ზაინუტდინოვი (ცსკა, რუსეთი)

თავდამსხმელები: აბატ აიმბეტოვი (ასტანა), აიბარ ჟაკსილიკოვი (ორდაბასი), არტურ შუშენაჩოვი (კაირატი).

ყაზახეთის ნაკრები 23 მარტს სლოვენიას დაუპირისპირდება, ხოლო 26 მარტს – დანიას. ორივე მატჩი „ასტანა არენაზე“ გაიმართება.