კატარი 2022 | ვინ მოიპოვებს დარჩენილ სამ საგზურს - შედეგები და სატურნირო მდგომარეობა შესარჩევში კონფერენციების მიხედვით #1TVSPORT
კატარი 2022 | ვინ მოიპოვებს დარჩენილ სამ საგზურს - შედეგები და სატურნირო მდგომარეობა შესარჩევში კონფერენციების მიხედვით #1TVSPORT

კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა 1 აპრილს გაიმართება და მას 20:00 საათიდან პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სადღეისოდ ცნობილია 29 ფინალისტი, დანარჩენი სამი მონაწილის ვინაობა ივნისში გაირკვევა.

მასპინძელი – კატარი;

ევროპა – გერმანია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, ხორვატია, ესპანეთი, სერბეთი, ინგლისი, შვეიცარია, ნიდერლანდები, პოტრუგალია, პოლონეთი;

სამხრეთ ამერიკა – ბრაზილია, არგენტინა, ეკვადორი, ურუგვაი;

აზია – ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი;

კონკაკაფ – კანადა, მექსიკა, აშშ;

აფრიკა – სენეგალი, განა, ტუნისი, კამერუნი, მაროკო.

ივნისში ჩატარდება ორი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფი, აგრეთვე ერთი ფინალისტი გაირკვევა ევროპის ზონაში:

ავსტრალია/საამიროები – პერუ

ახ. ზელანდია – კოსტა რიკა

შოტლანდია/უკრაინა – უელსი

 

ევროპის ზონიდან 10 ფინალისტი ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე გაირკვა – პირველადგილოსნებმა ავტომატურად მოიპოვეს ლიცენზია.

კიდევ ორი ფინალისტი გაირკვევა მარტის ბოლოს გამართული პლეი ოფის შედეგად. ხოლო ერთი ევროპული გუნდი ივნისში გამოვლინდება. ამის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია – შოტლანდია-უკრაინის ნახევარფინალური მატჩი ფიფა-მ ზაფხულისთვის გადაიტანა.

ამავე დროს, რუსეთი საერთოდ გააგდეს მსოფლიო ჩემპიონატიდან და პოლონეთი პირდაპირ გავიდა ფინალში.

1/2 ფინალი

უელსი-ავსტრია 2:1

შოტლანდია-უკრაინა (ივნისი)

1/2 ფინალი

პოლონეთი-რუსეთი (რუსეთის დისკვალიფიკაციის გამო, პლეი ოფის ფინალში პოლონეთი გავიდა)

შვედეთი-ჩეხეთი 1:0

1/2 ფინალი

პორტუგალია-თურქეთი 3:1

იტალია-მაკედონია 0:1

ფინალები

29 მარტი

პოლონეთი-შვედეთი 2:0

პორტუგალია-მაკედონია 2:0

ივნისი

უელსი-შოტლანდია/უკრაინა

 

მსოფლიოზე ოთხი საუკეთესო გუნდი გაემგზავრება, მეხუთეადგილოსანი კი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში ითამაშებს.

24 მარტი

ბრაზილია-ჩილე 4:0

კოლუმბია-ბოლივია 3:0

პარაგვაი-ეკვადორი 3:1

ურუგვაი-პერუ 1:0

26 მარტი

არგენტინა-ვენესუელა 3:0

29 მარტი

ბოლივია-ბრაზილია 0:4

ჩილე-ურუგვაი 0:2

ეკვადორი-არგენტინა 1:1

ვენესუელა-კოლუმბია 0:1

პერუ-პარაგვაი 2:0

1. ბრაზილია 17 14 3 0 40-5 45
2. არგენტინა 17 11 6 0 27-8 39
3. ურუგვაი 18 8 4 6 22-22 28
4. ეკვადორი 18 7 5 6 27-19 26
5. პერუ 18 7 3 8 19-22 24
6. კოლუმბია 18 5 8 5 20-19 23
7. ჩილე 18 5 4 9 19-26 19
8. პარაგვაი 18 3 7 8 12-26 16
9. ბოლივია 18 4 3 11 23:42 15
10. ვენესუელა 18 3 1 14 14-34 10

 

აზიის კონფედერაციაში თითო ჯგუფიდან პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ-ორი გუნდი გავიდა. ჯგუფებში მესამე ადგილზე გასულები ერთმანეთს შეხვდებიან ორმატჩიან დუელში და გამარჯვებული ითამაშებს საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში.

A ჯგუფი

24 მარტი

ს. კორეა-ირანი 2:0

ლიბანი-სირია 0:3

ერაყი-საამიროები 1:0

29 მარტი

ირანი-ლიბანი 2:0

საამიროები-ს. კორეა 1:0

სირია-ერაყი 1:1

1. ირანი 10 8 1 1 15-4 25
2. სამ. კორეა 10 7 2 1 13-3 23
3. საემიროები 10 3 3 4 7-7 12
5. ერაყი 10 1 6 3 6-12 9
5. სირია 10 1 3 6 9-16 6
6. ლიბანი 10 1 3 6 5-13 6

B ჯგუფი

24 მარტი

ავსტრალია-იაპონია 0:2

ვიეტნამი-ომანი 0:1

ჩინეთი-ს. არაბეთი 1:1

29 მარტი

იაპონია-ვიეტნამი 1:1

ომანი-ჩინეთი 2:0

ს. არაბეთი-ავსტრალია 1:0

1. ს. არაბეთი 10 7 2 1 12-6 23
2. იაპონია 10 7 1 2 12-4 22
3. ავსტრალია 10 4 3 3 15- 9 15
4. ომანი 10 4 2 4 11-10 14
5. ჩინეთი 10 1 3 6 9-19 6
6. ვიეტნამი 10 1 1 8 8-19 4

 

კონკაკაფ-ის ზონიდან პირველი სამი გუნდი პირდაპირ მოხვდა ყატარში, მეოთხეს კი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში თამაში მოუწევს.

24 მარტი

იამაიკა-სალვადორი 1:1

პანამა-ჰონდურასი 1:1

მექსიკა-აშშ 0:0

კოსტა რიკა-კანადა 1:0

27 მარტი

კანადა-იამაიკა 4:0

სალვადორი-კოსტა რიკა 1:2

აშშ-პანამა 5:1

ჰონდურასი-მექსიკა 0:1

29 მარტი

პანამა-კანადა 1:0

იამაიკა-ჰონდურასი 2:1

მექსიკა-სალვადორი 2:0

კოსტა რიკა-აშშ 2:0

1. კანადა 14 8 4 2 23-7 28
2. მექსიკა 14 8 4 2 17-8 28
3. აშშ 14 7 4 3 21-10 25
4. კოსტა რიკა 14 7 4 3 13-8 25
5. პანამა 14 6 3 5 17-19 21
6. სალვადორი 14 2 4 8 8-18 10
7. იამაიკა 14 1 5 7 10-21 8
8. ჰონდურასი 14 0 4 10 7-26 4

 

აქ უკვე დასრულდა კვალიფიკაცის მესამე ეტაპი. ჯგუფებში გამარჯვებული 10 გუნდი მოხვდა გადამწყვეტ სტადიაზე.

ამ გუნდებმა შექმნეს ხუთი წყვილი. ორმატჩიანი დაპირისპირებების შემდეგ, წყვილებში გამარჯვებულებმა მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

25 მარტი

ეგვიპტე-სენეგალი 1:0

კამერუნი-ალჟირი 0:1

განა-ნიგერია 0:0

კონგოს დ.რ.-მაროკო 1:1

მალი-ტუნისი 0:1

29 მარტი

სენეგალი-ეგვიპტე 1:0 (პენ. 3:1)

ალჟირი-კამერუნი 1:2

ნიგერია-განა 1:1 

მაროკო-კონგოს დ.რ. 4:1

ტუნისი-მალი 0:0

 

ოკეანეთის ზონაში, შესარჩევი ტურნირის დასკვნით ეტაპზე რვა გუნდი ორ ჯგუფად გაიყო. ნახევარფინალში ორ-ორი საუკეთესო  გავიდა: A ჯგუფიდან სოლომონის კუნძულები და ტაიტი, B ჯგუფიდან – ახალი ზელანდია და პაპუა ახალი გვინეა. მათგან შედგა ნახევარფინალური წყვილები, რომელთა გამარჯვებულებმა ფინალში ითამაშეს.

ჩემპიონი ახალი ზელანდია საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში კონკაკაფ-ის მეოთხეადგილოსანს დაუპირისპირდება.

1/2 ფინალი

27 მარტი

სოლომონის კუნძულები-პაპუა ახალი გვინეა 3:2

ახალი ზელანდია-ტაიტი 1:0

ფინალი

30 მარტი

სოლომონის კუნძულები-ახალი ზელანდია 0:5