პირველ აპრილს ყატარი 2022-ის წილისყრაა - კალათების შემადგენლობები გარკვეულია #1TVSPORT
პირველ აპრილს ყატარი 2022-ის წილისყრაა - კალათების შემადგენლობები გარკვეულია #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი თითქმის დასრულდა და გაირკვა 29 ფინალისტი. შესაბამისად, დაკომპლექტდა ოთხივე კალათის შემადგენლობები, რომლის მიხედვითაც ჩატარდება წილისყრა. კალათებში გუნდები ფიფა-ს რეიტინგის მიხედვით განაწილდნენ. გამონაკლისია ყატარი, რომელიც მასპინძლის სტატუსით მოხვდა უძლიერესთა კალათში.

 

I კალათი

ყატარი

ბელგია

ბრაზილია

საფრანგეთი

არგენტინა

ინგლისი

ესპანეთი

პორტუგალია

 

II კალათი

დანია

ნიდერლანდები

გერმანია

მექსიკა

აშშ

შვეიცარია

ხორვატია

ურუგვაი

 

III კალათი

სენეგალი

ირანი

იაპონია

მაროკო

სერბეთი

პოლონეთი

ს. კორეა

ტუნისი

 

IV კალათი

კანადა

ს. არაბეთი

ეკვადორი

განა

კამერუნი

ავსტრალია/საამიროები-პერუ

ახ. ზელანდია/კოსტა რიკა

შოტლანდია/უკრაინა-უელსი

 

ფინალური ტურნირის წილისყრა პირველ აპრილს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება და ის პირველი არხის პირდაპირ ეთერში იქნება.