წყნარი ოკეანის ქვეყნები რაგბის მსოფლიოს ჩეპიონატის ბოიკოტირებით იმუქრებიან
წყნარი ოკეანის ქვეყნები რაგბის მსოფლიოს ჩეპიონატის ბოიკოტირებით იმუქრებიან

მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებული ახალი საერთაშორისო ტურნირის იდეის გამო უკმაყოფილება კიდევ უფრო იზრდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ წყნარი ოკეანის ქვეყნები, პროტესტის ნიშნად, მსოფლიოს 2019 წლის ბოიკოტირების საკითხს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის იდეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების გაერთიანებაში და ერთი საერთაშორისო ჩემპიონატის ჩატარებაში მდგომარეობს. ტურნირი, წინასწარი ცნობების მიხედვით, 12-გუნდიანი იქნება და არ მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ტონგა, ფიჯი და სამოა.

ორგანიზაცია წყნარი ოკეანის რაგბის მოთამაშეების კეთილდღეობა (Pacific Rugby Players’ Welfare), რომელშიც 600 ადამიანია გაერთიანებული, მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტირების საკითხის დაუყოვნებლივ განხილვას მოითხოვს.

„დადგა დრო, რომ წყნარი ოკეანის რაგბის ხმა მთელმა მსოფლიოს გაიგოს“, – აცხადებს ორგანიზაციის წევრი, სამოას წარმომადგენელი დენიელ ლეო და ამატებს, რომ მსოფლიო თასის ბოიკოტირება ლეგიტიმური პროტესტი იქნება მსოფლიო რაგბის გეგმების საპასუხოდ.

თავის მხრივ, მსოფლიო რაგბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თემის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ტურნირში დაქვეითება-აღზევების სისტემა დაინერგოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყნარი ოკეანის ნაკრებები თამაშგარეში არ დარჩებიან.

შეგახსენებთ, რომ ახალი ტურნირის მონაწილე 12 გუნდში არც საქართველო მოიაზრება.