ამას ჩემი გულით ვაკეთებ - დიმიტრი ბასილაია კიევშია და მოსახლეობას საკვებით ამარაგებს [ვიდეო] #1TVSPORT 
ამას ჩემი გულით ვაკეთებ - დიმიტრი ბასილაია კიევშია და მოსახლეობას საკვებით ამარაგებს [ვიდეო] #1TVSPORT 

„მსოფლიო რაგბი“ უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. საერთაშორისო ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რაგბის სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე, დიმიტრი ბასილაია საუბრობს.

ყოფილი „ბორჯღალოსანი“ კიევში ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონეა და ასევე მთავარ მწვრთნელადაც მუშაობს. ვიდეოში კი ნაჩვენებია, თუ როგორ ამზადებენ რესტორნის თანამშრომლები საკვებს მოსახლეობისათვის.

„აქ ვამზადებთ საჭმელს და ეს ყველაფერი ბავშვებისთვის კეთდება. აქ არის ასევე საკვები პატარა ბავშვებისათვის. პური 340 ადამიანისათვის დავამზადეთ“, – ამბობს დიმიტრი ბასილაია.

34 წლის მთავარი მწვრთნელის თქმით, ეს მხოლოდ უკრაინელების ომი არაა.

„ბავშვობაში ვნახე, თუ რას ნიშნავს ომი. ეს არ არის მხოლოდ უკრაინელების ომი, ეს ჩემი ომიცაა. ეს არის რისი გაკეთებაც შემიძლია და ამას ჩემი გულით ვაკეთებ.“

ბასილაიას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 33 შეხვედრაში 25 ქულა აქვს მოპოვებული. მას ასევე 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ლელო აქვს დადებული.