მსოფლიო რაგბიმ რუსეთი და ბელარუსი ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოკვეთა #1TVSPORT
მსოფლიო რაგბიმ რუსეთი და ბელარუსი ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოკვეთა #1TVSPORT

მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, რუსეთი და ბელარუსი ყველა საერთაშორისო ტურნირს ჩამოაშორეს.

„მსოფლიო რაგბი გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში და ბელარუსის თანამონაწილეობას. რაგბის მსოფლიო  ოჯახი ერთიანია და სოლიდარული მათ მიმართ, ვინც ამ ღრმად შემაშფოთებელი მოვლენების მსხვერპლი გახდა. ვუერთდებით მსოფლიო საზოგადოებას და მშვიდობისკენ მოგიწოდებთ.

მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთი და ბელარუსი დაუყოვნებლივ მოიკვეთოს ყველა საერთაშორისო ტურნირიდან. დაუყოვნებლივ გაირიცხოს რუსეთის რაგბის კავშირი მსოფლიო რაგბიდან. მიღებული გადაწყვეტილება რაგბის ფასეულობების გათვალისწინებით მივიღეთ – სოლიდარობა, პატიოსნება და პატივისცემა. მსოფლიო რაგბი ინარჩუნებს კავშირის უკრაინის რაგბის ფედერაციასთან და სულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის სარაგბო საზოგადოებას“, – ნათქვამია მსოფლიო რაგბის განცხადებაში.