მსოფლიო რაგბის ვიცეპრეზიდენტი - რაგბი ათი ქვეყნის თამაში არ არის და ეს საქართველომ დაადასტურა #1TVSPORT
მსოფლიო რაგბის ვიცეპრეზიდენტი - რაგბი ათი ქვეყნის თამაში არ არის და ეს საქართველომ დაადასტურა #1TVSPORT

მსოფლიო რაგბის ვიცეპრეზიდენტმა, საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა და საფრანგეთის სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ბერნარ ლაპორტმა ბორჯღალოსნებს კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოსა და საფრანგეთის თამაშის დასრულების შემდეგ გამართულ მიღებაზე ლაპორტმა ჩვენი ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ძალიან საყურადღებო განცხადება გააკეთა:

„დიდი მადლობა ქართველებს ასეთი კარგი თამაშისა და ძლიერი წინააღმდეგობისთვის. მათი თამაში ერთი სიტყვით ფასდება – ბრავო!!! ასევე მადლობა პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს ამბიციური გეგმების წარმოდგენისთვის – რაგბის მასობრიობის გაზრდითა და ბავშვთა რაგბის განვითარებით დაწყებული, სანაკრებო დონით დასრულებული. მე ვამბობ, რომ რაგბი მხოლოდ ათი ქვეყნის თამაში არ არის და საქართველო ამის დასტურია“.

დატოვე კომენტარი