წყალტუბოელებმა შეკრება მოგებით დაასრულეს – „სამგურალი“ საქართველოში ბრუნდება [ვიდეო]
ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა წყალტუბოს „სამგურალმა“ თუქრულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ შეხვედრა ურალსკის „აკჟაიკთან“ გაიმართა და ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდი 3:1 დაამარცხა.
ანგარიში ყაზახებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს. წყალტუბოელებმა მალე შესძლეს გათანაბრება. პაპუნა ფონიავას პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სერგო კუხიანიძემ გაიტანა -1:1. „სამგურალი“ ცოტა ხანში წინაც გავიდა, „სტანდარტულის“ შემდეგ ყაზახთა კართან არეულობა შეიქმნა, ლევან ქურდაძემ მცველებს დაასწრო და წყალტუბოელები დააწინაურა – 2:1. მეორე ტაიმის დასაწყისში კუხიანიძემ მცველის შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და დუბლი გაიფორმა – 3:1.
„სამგურალი“ დარჩენილ დროშიც ფლობდა უპირატესობას, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. „აკჟაიკთან“ მოგებით, წყალტუბოელებმა თურქული შეკრება დაასრულეს და საღამოს სამშობლოში გამოემგზავრნენ.
„სამგურალი“ – „აკჟაიკი“ – 3:1
„სამგურალი: მეშველიანი, ქურდაძე, პატარკაციშვილი, ასათიანი, მჭედლიშვილი, კალანდარიშვილი, ფონიავა (34. ჩიხლაძე), ტურე, კირკიტაძე, ლექვთაძე, კუხიანიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ახვლედიანი, კიკაბიძე, ვერულიძე, დოლიძე, შვანგირაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, სვანიძე, ბანძელაძე, ბურჯანაძე, ვერულიძე, თევზაძე, ბუხაიძე.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.