წყალტუბოელებმა შეკრება მოგებით დაასრულეს - „სამგურალი“ საქართველოში ბრუნდება [ვიდეო]
წყალტუბოელებმა შეკრება მოგებით დაასრულეს - „სამგურალი“ საქართველოში ბრუნდება [ვიდეო]

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა წყალტუბოს „სამგურალმა“ თუქრულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ შეხვედრა ურალსკისაკჟაიკთან“ გაიმართა და ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდი 3:1 დაამარცხა.

ანგარიში ყაზახებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს. წყალტუბოელებმა მალე შესძლეს გათანაბრება. პაპუნა ფონიავას პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სერგო კუხიანიძემ გაიტანა -1:1. „სამგურალი“ ცოტა ხანში წინაც გავიდა, „სტანდარტულის“ შემდეგ ყაზახთა კართან არეულობა შეიქმნა, ლევან ქურდაძემ მცველებს დაასწრო და წყალტუბოელები დააწინაურა – 2:1. მეორე ტაიმის დასაწყისში კუხიანიძემ მცველის შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და დუბლი გაიფორმა – 3:1.

სამგურალი“ დარჩენილ დროშიც ფლობდა უპირატესობას, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. „აკჟაიკთან“ მოგებით, წყალტუბოელებმა თურქული შეკრება დაასრულეს და საღამოს სამშობლოში გამოემგზავრნენ.

სამგურალი“ – „აკჟაიკი“ – 3:1

სამგურალი: მეშველიანი, ქურდაძე, პატარკაციშვილი, ასათიანი, მჭედლიშვილი, კალანდარიშვილი, ფონიავა (34. ჩიხლაძე), ტურე, კირკიტაძე, ლექვთაძე, კუხიანიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ახვლედიანი, კიკაბიძე, ვერულიძე, დოლიძე, შვანგირაძე.

სათადარიგოები: ქვილითაია, სვანიძე, ბანძელაძე, ბურჯანაძე, ვერულიძე, თევზაძე, ბუხაიძე.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.