ბათუმის „დინამომ“ წყალტუბოში „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT

18:22, 01.05.2024

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში წყალტუბოს „სამგურალმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.

ეს იყო მე-12 ტურის პირველი შეხვედრა, რომელსაც წყალტუბოს „26 მაისი – არენამ“ საკამდო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმასპინძლა. სტადიონზე მოედნის გახლებამდე „სამგურალი“ ფეხბურთის ფედერაციის ცენტრში თამაშობდა.

პირველ ტაიმში საგოლე მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მატჩის ბედი კი 77-ე წუთზე გადაწყდა. მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც „დინამოს“ ნახევარმცველმა, ლადო მამუჩაშვილმა გაიტანა და ბათუმელებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

12 ტურის შემდეგ „სამგურალი“ 9 ქულით მე-8 პოზიციაზე დარჩა, ხოლო ბათუმის „დინამო“ თბილისის „იბერიას“ (26) დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა.

მსგავსი