ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მაიკლ კერიკს გაათავისუფლებს და მთავარ მწვრთნელად, დიდი ალბათობით, მაურისიო პოჩეტინოს დანიშნავს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნას უახლოეს პერიოდში გეგმავს, ხოლო მაიკლ კერიკი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს, – ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
რომანოს ცნობით, ინგლისურმა კლუბმა არგენტინელ სპეციალისტთან და მის წარმომადგენლებთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია. ამჟამად მოლაპარაკებები აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარეობს, რადგან პოჩეტინო ამერიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი სპეციალისტის კონტრაქტში გათვალისწინებულია გამოსასყიდი თანხა, რომელიც 10 მილიონ დოლარს შეადგენს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ შეთანხმების საბოლოოდ გაფორმებაზე მუშაობს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და პოჩეტინოს დანიშვნა მხოლოდ მოკლე დროის საკითხია.
54 წლის მაურისიო პოჩეტინოს საკლუბო დონეზე „ესპანიოლში“, „საუთჰემპტონში“, „ტოტენჰემში“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსიში“ უმუშავია. აშშ-ის ეროვნულ ნაკრებს კი 2024 წლიდან ხელმძღვანელობს.