წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | „დინამომ“ სეზონი „ოლიმპიაკოსთან“ მატჩით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში პირველი მატჩი გამართა. მისი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ იყო.

ფავორიტი ბერძნული კლუბი იყო და უპირატესობასაც თავიდანვე დაეუფლა. ეს ანგარიშზეც აისახა. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 5:2 მოიგეს. ჩემპიონთა ლიგაზე თბილისელებმა პირველი გოლი მეოთხე წუთზე გაიტანეს. მისი ავტორი მარკო ელაჩა გახდა.

„ოლიმპიაკოსი“ არც მეორე პერიოდში შეცვლილა, დამაჯერებელი თამაშით პირველი ტაიმის შემდეგ შესვენებაზე 5-ბურთიანი უპირატესობით გავიდა – 9:4.

საწყის 16-წუთშიც გამოჩნდა, რომ მასპინძლები არაფრის დამთმობები იყვნენ. მათ საბოლოდ 20:9 გაიმარჯვეს.

ოლიმპიაკოსი-დინამო 20:9

გოლები

ოლიმპიაკოსი: კოლომვოსი (1), ფუნტულისი (8), ფილიპოვიჩი (3), რადოვიჩი (2), გენიდუნიასი (2), გუვისი (1), ბუსლიე (1), მურიკისი (2).

დინამო: ელაჩა (4), ვასიჩი (2), ადეიშვილი (2), სარიჩი (1)

 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები ორ რვაგუნდიან ჯგუფადაა გაყოფილი. ოთხ-ოთხი საუკეთესო ბრძოლას ფინალურ რვაეულში განაგრძობს. საყურადღებოა, რომ A ჯგუფიდან გასვლისთვის კლუბებს ტოპ-სამეულში მოხვედრისთვის მოუწევთ ბრძოლა, რადგან ფინალურ ეტაპზე ერთი გუნდი უკვე კვალიფიცირებულია – ეს გახლავთ პლეიოფის მასპინძელი „ნოვი ბელგრადი“.

A ჯგუფში ნოემბრის შეხვედრათა განრიგი:

9 ნოემბერი. „ბრეშა“ – „ბარსელონეტა“, „ნოვი ბელგრადი“ – „ოლიმპიაკოსი“, „იადრანი“ – „დინამო“, „რადნიჩკი“ – „ტელეკომი“.

19 ნოემბერი. „ტელეკომი“ – „ოლიმპიაკოსი“, ,„დინამო“ – „ბარსელონეტა“, „რადნიჩკი“ – „ბრეშა“, „იადრანი„ – „ნოვი ბელგრადი“.

30 ნოემბერი. „ოლიმპიაკოსი“ – „ბარსელონეტა“, „დინამო“ – „ბრეშა“, „ტელეკომი“ – „ნოვი ბელგრადი“, „იადრანი“ – „რადნიჩკი“.