თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან დინამოელთა შემადგენლობაში 25 წლის სერბი ლეგიონერი ველიკო ტანკოსიჩი ითამაშებს.
ტანკოსიჩი „დინამოში“ სერბული „ცრვენა ზვეზდადან“ გადავიდა, ის ამპლუით ნახევარმცველია. მან თითქმის მთელი კარიერა სერბულ კლუბში გაატარა, სადაც 2017 წლიდან თამაშობდა.
„ცრვენა ზვეზდაში“ კარიერის განმავლობაში ტანკოსიჩმა 110 მატჩი ჩაატარა და 172 გოლი გაიტანა.