წყალბურთი - თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე „მარსელს“ შეხვდება
წყალბურთი - თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე „მარსელს“ შეხვდება

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩები 19 და 20 ნოემბერს გაიმართება. თბილისის „დინამო“, რომელიც პრესტიჟულ ტურნირზე პირველად ასპარეზობს, გათამაშების მორიგ მატჩს საფრანგეთში ჩაატარებს. რეზო ჩომახიძის გუნის მეტოქე „მარსელი“ იქნება. ქართველი წყალბურთელები საფრანგეთში დღეს ჩავიდნენ.

„მარსელისა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირება 20 ნოემბერს თბილისის დროით 23:30 გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გამართული ოთხი მატჩიდან ოთხივე შეხვედრა დათმო. „მარსელმა“ კი ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი მატჩი ზედიზედ წააგო-ჯერ „პრო რეკოსთან“ , შემდეგ კი „ფერენცვაროშთან“ დამარცხდა. ბოლო ორ დაპირისპირებაში კი ფრანგულმა კლუბმა, „ჰანოვერთან“ და „ბუდაპეშტთან“ გამარჯვება იზეიმა. „ბე“ ჯგუფში „მარსელი“ მე-5 ადგილზე იმყოფება, „დინამო“ კი ბოლო პოზიციაზეა.

წყალბურთი – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩების განრიგი

19.11.2019

22:00 იადრანი-ბარსელონეტა
22:00 ოლიმპიაკოსი-შპანდაუ
22:00 შოლნოკი-იადრანი
23:30 დუბროვნიკი-სინთეზი

20.11.2020

23:30 მარსელი-თბილისის დინამო
23:30 მლადოსტი-ვასპო ჰანოვერი
23:30 პრო რეკო-ფერენცვაროში
23:30 ტერასა-ბუდაპეშტი