ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის, 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ჩემპიონი ქართველი ფალავანი ნუგზარ წურწუმია გახდა.
ფინალში მან რუსი სპორტსმენი ვიტალი კაბალოევი მინიმალური ანგარიშით, 3-2 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.