წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურების ფორმალიზებისთვის 31 ოქტომბერს კენჭისყრას გამართავს
წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურების ფორმალიზებისთვის 31 ოქტომბერს კენჭისყრას გამართავს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურების ფორმალიზებისთვის 31 ოქტომბერს კენჭისყრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

დემოკრატებისადმი გაგზავნილ წერილში წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აღმოფხვრის ყველა ეჭვს იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას დოკუმენტების დაკავება. დემოკრატები ამტკიცებენ, რომ ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და წარმოდგენილი იქნება გეგმა, თუ როგორ გაგრძელდება გამოძიება.

დემოკრატები დონალდ ტრამპს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. თავად აშშ-ის პრეზიდენტი კი პროცესს კუდიანებზე ნადირობას უწოდებს.